სამოქალაქო მონიტორინგი ელექტრონული სისტემა (CEMS) შექმნილია პროექტის „შენი ქალაქის მთავრობა და შენ“ ფარგლებში, რომელსაც სამოქალაქო ორგანიზაცია „სიდას“ ახორციელებს. აღნიშნული პროექტი აკავშირებს ერთმანეთთან რუსთავის საქოქალაქო საზოგადოების აქტორებს ქალაქის ოფიციალურ პირებთან, რათა გაზარდოს საზოგადოების გავლენა ქალაქის გადაწყვეტილების მიღების პროცესზე.

ამის განხორციელება ხდება ცნობიერების ამაღლების, საზოგადოებრივი მონირორინგისა და ადვოკატირების მექანიზმებით. (მაგ, ქალაქ რუსთავის ვებ გვერდის გაუმჯობესებით, სადაც სხვა ინფორმაციასთან ერთად განთავსებული იქნება მოქალაქეთა უფლებები; ასევე, სამთავრობო ინფორმაცია უფრო ღია და ხელმისაწვდომი გახდება) და ახალი საზოგადოებრივი მონიტორინგისა და ადვოკატირების მექანიზმების შექმნით (მაგ, მოქალაქეთა ელექტრონული მონიტორინგის სისტემა, მეტი ხელმისაწვდომობა საკრებულოს სხდომებზე და საზოგადოებრივი საბჭოს შექმნა, რათა მოხდეს ინფორმაციის პირდაპირი გაცვლა რუსთვის სამოქალაქო საზოგადოებასა და საკრებულოს შორის). პროექტი „შენი ქალაქის მთავრობა და შენ“ მხარდაჭერილია საერთაშორისო სისტემების მართვის (MSI) მიერ აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. 

საიტის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის საშუალებით გაწეული დახმარებით. გამოცემაში გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.